თორნიკე შენგელია: არავინ საუბრობს ჩემი კონტრაქტის დეტალებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა და ცსკა-ს მოთამაშემ თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში გადასვლის საინტერესო დეტალებზე ისაუბრა. თორნიკეს თქმით, მედია საშუალებები ყურადღებას არ ამახვილებდნენ მის კონტრაქტზე, რომელსაც მნიშვნელოვანი დეტალები გააჩნია. თორნიკემ ამ ყველაფერზე რადიო ჯორჯიან თაიმსთან ისაუბრა.

"პირველ რიგში მინდა ყველაფერს სპორტული დატვირთვა ჰქონდეს. ცსკა ევროპის ტოპ 3 გუნდში შედის. აქედან გამომდინარე მე რომ ევროლიგა მოვიგო უახლოეს წლებში, ამის შანსი არის უდიდესი. შესაბამისად, ეს მიმჩნია წინ გადადგმულ ნაბიჯად სპორტული კარიერის თვალსაზრისით. იყო სხვა მიზეზებიც რატომაც გადავედი, მაგრამ მათი თქმა თავის მართლებად მიმაჩნია, რისგანაც
თავს ვიკავებ.

მე ძალიან გული დამწყდება თუ ცსკა-ში გადასვლით ხალხს გული დავწყვიტე, ეს ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა. პირიქით, ყველა ჩემ ნაბიჯს წარმატებისთვის და ქართველი ხალხის სასახელოდ ვდგამ.

ქართულ დროშას ყველგან ავაფრიალებ, სადაც არ უნდა ვიყო, სადაც საშუალება მომეცემა ამას ყოველთვის ვიზამ.

იყო რაღაცები, რაც მედიამ არ აღნიშნა და ეს საწყენია. ცსკა-ს პრეზიდენტის განცხადებაზე ყურადღება არავინ გაამახვილა. მპლაპარაკებების დაწყების წინ ყველაზე მთავარი რაც იყო ის განისაზღვრა პირველ რიგში: როცა იქნება ნაკრების თამაში, მე გამოშვებაზე პრობლემა არ უნდა შემექმნას. ჩემთვის რთული იყო საქართველოს ნაკრების თამაშები ტელევიზორიდან მეყურა.

თუ ჩემთვის შემოთავაზება იქნება NBA-დან და ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს შემოთავაზება უკეთესი იქნება, აუცილებლად გადავალ. ცსკა-სთან კონტრაქტში ის პუნქტიც არის გათვალისწინებული, რომ მე ყოველ ზაფხულს შემიძლია გუნდის დატოვება."



მკითხველის კომენტარები / 56 /
ერთმა ნაცნობმა დაწერა და აქ მინდა დავაკოპირო:
სსრკ-ს დროს თბილისის დინამო ეთამაშებოდა წყალბურთში მოსკოვის დინამოს მოსკოვში, 6:5 ვიგებდით და ერთი წუთი რჩებოდა, მოსკოველებმა მშვენიერაძე შემოიყვანეს ბოლო წუთზე, ორი ბურთი გაგვიტანა და წავაგეთ, ტრიბუნებიდან ვეღაცამ ქართულად დედა შეაგინა, მშვენიერაძე ამოხტა აუზიდან და გულშემატკივრებს მიადგა, რომელმა შემაგინეთო?! გივი კარტოზია გვყავდა მოჭიდავე ის ადგა და მე შეგაგინეო, ხო და გაიძურწა ეს მშვენიერაძე, იგრძნო რო მთელი საქართველოს სახელით იყო ეგ გინება, ხმა აღარ ამოუღია.

სანწუხაროა, მაგრამ საქართველოს ნაკრების პირველივე თამაშზე ჩვენს სპორტის სასახლეში "გივი კარტოზია" იგივეს გაიმეორებს! სხვა ტვინის გამხსნელი "წამალი" არ არსებობს!
პაატა
11 ივლისი 2020 13:43
18
დროშა გასაგებია, მაგრამ რუკა უნდა აუფრიალო თუ ბიჭი ხარ
gio
11 ივლისი 2020 13:07
20
დროშა ხომ რას ამბობ, ეგეც კონტრაქტში ექნება ჩაწერილი. მაგ ჭკუაზე არიან რუსები, ქართული დროშა უფრიალონ პუტინს.
ჯერ აფრიალე და მერე დაგვამადლე
11 ივლისი 2020 16:29
6
და ნუღარ დებთ ამ თ.შ-ზე სტატიებს, დავნევროზდით უკვე. რუსეთში წერონ მაგაზე და ვისაც უნდა იქ იკითხოს.
SL
11 ივლისი 2020 12:42
10
გეთანხმები. ამდენი ყურადღება არაა საჭირო.

გია
11 ივლისი 2020 14:20
5
20 წუთზე მეტს არ ათამაშებენ,შანსი არაა.ეს ბასკონია არაა მეფესავით იყოს.აქ უფრო მაღალი მოთხოვნებია.თან ქართველია
Master
11 ივლისი 2020 11:56
27
Qartul droshas aaprialebs kaci.shenc exla Moskovi ar aigo ..chveni drosha aapriales chvenma gmirebma qartuli sulit da gulit.shen ki Rusul rublebze gaixide tavi. Capitaní unda sheicvalos .
Gio
11 ივლისი 2020 12:58
14
თოკო დაუნახავებს და სხვის საქმეში ბრძენ ხალხს რადალევს. დაიკიდე, შებერე, გვეამაყები!
dzeke
11 ივლისი 2020 11:57
62
დალოცვილო, ვინ უნდა საუბრობდეს შენი კონტრაქტის დეტალებზე, ვის მიუწვდება ხელი, ამასაც ჩვენ გვემართლები?!... თუ სიმართლე გინდა, სანამ ცსკა არ დაადასტურებს, მაგ დაგვიანებით ამოქექილ პუნქტს უფროსი შენგელიას ვირეშმაკობის სუნი უფრო უდის და სიმართლეც რომ იყოს, რუსული დაპირების ფასს მაშინ გაიგებ, როცა ნაკრების თამაშზე ჩამოსვლის ფასად სასტარტო ხუთეულში ადგილს დაკარგავ, სკამის ხეხვას დაიწყებ და აქეთ აგვიწუწუნდები - აგერ, რის ფასად მიჯდება ჩემი ქართცელობაო... არ გვინდა, ძმაო, თავი დაგვანებე, შენმა გადასვლამ ნაკრების დანარჩენი წევრებიც აჭრა და კიდევ რა ექსცესებს უნდა ველოდოთ შენს ჩამოსვლაზე, არავინ იცის...უშენოდაც გვითამაშია (ისე, საინტერესოა, ბასკონიაში ვინ დაგიშალა ეგეთი პუნქტის ჩადება კონტრაქტში) და კიდევაც ვითამაშებთ ავად თუ კარგად, შენ კი ღმერთმა ხელი მოგიმართოს...
პ.ს. სხვათაშორის, თავის დროზე გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა ერთი გუნდის ფასი ფეხბურთელი ბერნდ შუსტერი მოკვეთა გუნდიდან, რადგან ბრაიტნერთან და რუმენიგესთან ჰქონდა კონფლიქტი... ჰოდა, ეს უნიჭიერესი ფეხბურთელი დაიკარგა, თორემ გერმანელები სუ დაგა-დუგით გახდნენ ჩემპიონები...
აღარ გვაინტერესებს
11 ივლისი 2020 16:09
15
ეს ურა პატრიოტები, ვინც კომენტარს აკეთებს ქართულ ჯარშიც კი არ ექნებათ ნამსახურები. სამშობლო ჭიქით ხელში უყვართ. თორნიკე კაცია და სადაც წასულა ქართული დროშა აუფრიალებია. წარმატება თორნიკეს!!!!!!!
გგგგგ
11 ივლისი 2020 14:00
48
თოკოო და ვინ ამბობს რო ქართველობა წაგართვეს:)) აბა თქვი რო რუსეთი ოკუპანტია... ვერაა??? საქმეც მაგაშია:))
Ttt
11 ივლისი 2020 15:45
14
ქვეყანა -რომლის ბიუჯეტის დიდი ნაწილი წლების მანძილზე, ივსება რუსი ტურისტების მიერ საქართველოში დახარჯული-თანხებით.სახელმწიფო რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი არსებობს რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილებით . ქვეყანა რომლის მილიონზე მეტი ემიგრანტი ცხოვრობს რუსეთში. ქვეყანა რომლის ენერგო-სისტემა და 300-ზე მეტი სტრატეგიული ობიექტი, გასხვისებულია თავად საქართველოს ხელისუფლების მიერ -რუსეთზე .ქვეყანა რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ ზუსტად ერთ თვეში- ენგურ-ჰესი მიყიდა რუსეთს და დღემდე საიდუმლო გრიფი არ მოუხსნია ხელშეკრულებისთვის .ქვეყანა რომლის საუკეთესო ბალერინა- ნინო ანანიაშვილი მოსკოვის დიდი თეატრის პრიმაა. ქვეყანა რომლის მომღერლების , მოცეკვავეების , სპორტსმენების მეცნიერების და ბიზნესმენების უმრავლესობა რუსეთში ,,დაფრთიანდა,, და იქ მოიწყო ცხოვრება და კარიერა, დღეს მიხვდა , რომ თურმე ოკუპაცია მხოლოდ თორნიკე შენგელიას რუსულ კლუბში გადასვლით გახდა აუტანელი , კლუბში სადაც 8 ამერიკლი , 5 გერმანელი , 3 იტალიელი და მხოლოდ 4 რუსი ასპარეზობს . ბრმათა ქვეყანა -რომელსაც მხოლოდ თორნიკეზე აეხილა თვალი და სამარცხვინოდ აბულინგებს , ლანძღავს და მიწასთან ასწორებს ჩვენს საამაყო კაპიტანს . ყოვლად სამარცხვინო პრეზიდენტს- ზურაბიშვილს- რომელსაც-ჩორჩანაზე , მავთულხლართებზე, მცოცავ-ოკუპაციაზე, გავრილოვზე, პირ-ამოკერილ მაღაროელებზე , დახოცილ ახალგაზრდებზე და წამებით მოკლულ ბიჭებზე ერთი სამძიმარი და ერთი მოსაზრება არ დასცდენია რადგან, თურმე ეს ყოველივე - მისი საქმე არ არის და მის კომპეტენციას სცდება. თორნიკეს კი ლამის სალანძღავი პოსტი მიუძღვნა ქალბატონმა ,,მართმადიანმა,, . აი ასეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ ჩემო თორნიკე, ამიტომ გული არ გაიტეხო. ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით კი გეტყვი კაპიტანო - ვამაყობთ შენით , გიცხადებთ სოლიდარობას და გგულშემატკივრობთ მუდამ❗️ყურადღებას ნუ მიაქცევ ამ მარაზმამდე მისულ ისტერიკას , იმ ადამიანებისა -რომელთაგან ერთად არ გამოიძერწება შენისთანა პატრიოტი, ვაჟკაცი და გულიანი ქართველი . წინ გამარჯვებებისკენ კაპიტანო
მევარმე
11 ივლისი 2020 12:57
54
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული