ვილდოსა შენგელიათი გაოცებულია და ცსკა-ში შესაძლო გადასვლაზე კომენტარს აკეთებს

AutoSharing Option
"ბასკონიას" კალათბურთელმა ლუკა ვილდოსამ ცსკა-ში შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი და ყოფილი თანაგუნდელი თორნიკე შენგელია შეაქო.

"ჩემთვის არავის მოუმართავს. შეიძლება ჩემმა აგენტმა იცის, მაგრამ ვიდრე კონკრეტული წინადადებით არ შეეხმიანებიან, არ შემაწუხებს. "ბასკონიასთან" კონტრაქტი მაკავშირებს, თავს ბედნიერად ვგრძნობ და გუნდის გამოცვლაზე არ ვფიქრობ.

შენგელიას გარეშე მოვიწყენ. არ ვიცი, როგორ აიძულა საკუთარი თავი და ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში ამდენი ხანი როგორ ითამაშა, როდესაც მოკლე პერიოდში ამდენი მატჩი იყო. თუმცა, ამას მნიშვნელობა არა აქვს, ის ბოლომდე დაიხარჯა. მისი გამარჯვების სურვილი ყოველ ჩვენგანზე გავრცელდა", - ციტირებს
ვილდოსას Libertad Digital-ი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
არ უნდა ავურიოთ სპორტი და პოლიტიკა, არც ხელოვნება და პოლიტიკა, არც ეკონომიკა და პოლიტიკა. მაააგრამ ვეღარ გავიგე ამ ჩვენი ჯარისკაცების მტერია ეს რუსეთი მარტო??? ეგრე გამოდის თურმე. ფორმა თუ გაცვია მტერია რუსეთი და დალშე არა. სასაცილოები გავხდით, მტერზე მტერი ვერ დაგვირქმევია და რაღაზეა საუბარი. არ მაქვს უფლება აღარ მაინტერესებდეს შენგელიას კარიერა? ფეხი რომ მოტყდეს და ერთ ადგილას მეკიდოს მე ეგ ამბავი არ შეიძლება??? რუსეთის არმიის გერბი რომ საქართველოს კაპიტნის გულზე არ უნდა იყოს ასეთი გაუგებარია? ასეთი ფარჩაკები გავხდით დავიჯერო??? და გორგოძემ თუ მიულოცა რა ამით? აღარ დადგება სმირნაზე რუსეთის ჰიმნზე თუ გორგიძის მილოცვა ინდურგენციაა? აწი მწვანეა? შენგელია გაიზარდა თურმე ბასკონიასთვის და რაღა ქნას, თუბარ დაიკიდა რუსეთის გერბი დაეღუპება კარიერა??? და იმ გერბით რომ რუსეთის ჯარი შემოვიდეს საქართველოში და შენგელიას ოჯახი ჩოგბმენში ჩააყენოს დიდიან პატარიანა ქართველმა კარისკაცმა რა ქნას??? მე მის ადგილას არ ავურევდი სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთში და გავივლიდი ისე რომ მდგარიყვნენ ჩოგბჯენში შენგელიები. თავს იდებილებენ ესენი თუ რა ხდება???საერთოდ უნამოსო იქნება ეგ ბიჭი თუ პირველ თამაშის ჩატარებამდე რუსეთის არმიის გუნდში არ გამოვა და კაპიტნობაზე უარს არ იტყვის. მე პირადად არ გიხარდება ეროვნული ნაკრების გამარჯვება თუ მისი კაპიტანი შენგელია იქნება
მტრები
16:43 14-07-2020
18
ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" რომ ჩემპიონი გახდა, გული სიამაყით აგვევსო მთელ საქართველოს!!!!!!!!!!! როგორ გგონიათ, "ცსკა" რომ ევროლიგას მოიგებს იგივე განმეორდება?????????????? ჰა თორნიკე?
rigiti
23:22 14-07-2020
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული