ანანიძე: შენგელია ცსკა-ში ფულის გამო არ გადადის - ჩემი ამოცანა საქართველოს დროშის აღმართვა იყო

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ Sport24-ის ჟურნალისტ არარატ მამბრეიანს (იგივე არარატ ჯანი) განუცხადა, რომ "ანორთოსისიდან" წამოვიდა, საქართველოშია და სხვა კლუბებისგან შეთავაზებების მოლოდინშია. მან ცსკა-ში გადასული თორნიკე შენგელიას მხარდამჭერი განცხადება გააკეთა:

"მე გულწრფელად ვუჭერ შენგელიას მხარს, რომლის ცსკა-ში გადასვლას ახლა ხშირად განიხილავენ. ეს კალათბურთელის კარიერაა, რომელიც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადადის, რათა ევროლიგა მოიგოს და არმიულ კლუბში თავისი კვალი დატოვოს. აქ პოლიტიკის ადგილი არ უნდა იყოს. შენგელია მხოლოდ თავის კარიერაზე ფიქრობს, ის ხომ ცსკა-ში დიდი ფულის გამო არ გადადის. მისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანი
შედეგები და ტიტულებია. აგრეთვე, უნდა დაამტკიცოს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია.

მე მრავალი წელი გავატარე რუსეთში, როცა მოსკოვის "სპარტაკში" ვთამაშობდი, ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში და ტიტულების მოპოვების გარდა, ჩემი მთავარი ამოცანა საქართველოს დროშის აღმართვა გახლდათ და ამას ყოველი შესაძლებლობისას ვაკეთებდი. დარწმუნებული ვარ, შენგელია ცსკა-ში ამასვე გააკეთებს.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ძალიან ბევრი რუსი ტურისტი ჩამოდის. ხომ არავინ ლაპარაკობს პოლიტიკაზე? სპორტი ყოველთვის პოლიტიკისგან გამიჯნული უნდა იყოს. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია ეს საუბრები, რომლებიც არავის ალამაზებს. შენგელია კალათბურთელია, თავის კარიერაზე ფიქრობს, ბუნებით გამარჯვებულია და მაღალი სიმაღლეების დალაშქვრა სურს.

ამიტომ მინდა შენგელიას ცსკა-ში მხოლოდ წარმატებები ვუსურვო. მე ვფიქრობ, ის თავისი თამაშით დაამტკიცებს, რომ გამოჩენილი კალათბურთელი, ლიდერი და გამარჯვებულია. მას მხოლოდ წარმატებებს, გამარჯვებებსა და ახალ ტიტულებს ვუსურვებ".

მკითხველის კომენტარები / 23 /
დღეს რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი,მასთან გაწყველია დიპლომატიური ურთიერთობა და რათქმაუნდა პოლიტიკური! ამავე დროს არსებობს აბაშიძე-კარასინის ფორმატი რაც გულისხმობს დეკლარირებულ ურთიერთობას ქვეყნებს შორის კულტურულ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებში. რუსეთთან ამ საკითხებში ჩვენი ურთიერთობა ჩვენთვის უფრო მომგებიანია ვიდრე უზარმაზარი ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის! აქედან გამომდინარე რას აშავებს სპორტცმენი რომ მიდის რუსეთში ისეთს, რომ მიწაში ჩავდოთ ამის გამო? ასიათასობით რუს ტურისტს ვემსახურებით ყოველ წელს და ასიათასობით ბოთლი ღვინო გაგვაქვს,.მაშინ შევწყვიტოთ ოფიციალურად,სახემწიფოს დონეზე, ყველანაირი ურთიერთობა(ეკონომიკური,კულტურული) რუსეთთან და ამის მერე თუ ვინმე წავა რუსეთში სათამაშოთ ვაკრიტიკოთ რამდენიც გვინდა!
gabo
15 ივლისი 2020 09:14
9
ქართველები დაწყევლილები ვართ, გონი წაგვერთვა, როდინ უნდა შევძლოთ კომგლიქტების მოგვარება რუსეთთან და აფხაზებთან. პრობლემა ქართულ მენტალიტეტშია,არ ვართ ჩვენ ჭკვიანი ერი!
levani
17 ივლისი 2020 16:27
0
ანესთეზეოლოგი-ს: მემარცხენე თუ მემარჯვენე რადიკალისტი :)))DDD
alexandre
15 ივლისი 2020 12:02
0
დროშას რომ იქნევთ რა,პუტინი შეშინდება თუ რა.ფულისთვის ხართ ბიძიკოებო წასულები და ნუ გვაბოლებთ.
თბილისელი
21 ივლისი 2020 00:33
1
მარტო ერთ ადამიანზე და ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე ამხელა ამბის ატეხვა სუბიექტურია! ჩვენ სახემწიფომ უნდა გადავწყვიტოთ,ვემიჯნებით თუ არა ყველა საკითხში რუსეთს და თუ გვაწყობს გამოვუცხადოთ ყველაფერში ბლოკადა: სპორტში,ტურიზმში,ვაჭრობაში,ბიზნესებში,მომღერლებში,ხელოვნებაში,გაზში,ნავთობში,ტრანზიტში და ასე შემდეგ!გვაწყობს ეს ხალხო? ამ შემთხვევაში შენგელია სახელს და დიდებას უფრო მოუტანს საქართველოს ვიდრე ცუდს! სპორტი ხომ უპირველესად სახელი და დიდებაა! ეს კლუბი ევროპის ნომერ პირველი კლუბია,უნდა გავათვიცნობიეროთ კარგად ეს რას ნიშნავს!
kaxa
15 ივლისი 2020 11:36
10
ქართველები ჭკვიანები, რომ ვიყოთ რუსეთში უძლიერესი ქართული ლობის შექმნაა შესაძლებელი. იქედან კი ქართული საქმის კეთებას შეძლებდნენ. ნუ რას ვიზამთ ღმერთმა არ მოგვცა ეტყობა ასეთი ჭკუის მადლი.
levani
17 ივლისი 2020 16:21
4
კაი რა შენც რაღაცას აჯახუნა ფული რათქმაუნდა პირველ ადგილზეა
gela
11 აგვისტო 2020 20:26
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული