თოკო შენგელია: უემოციოდ უნდა იმუშავო და რასაც იტყვი, გააკეთო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ მოკლე ინტერვიუს მისცა "ფუენლაბრადას" კალათბურთელი ირლ ჯეროდ როულენდის "იუთუბ" არხს და წარმატების საკუთარ ფორმულაზე ისაუბრა.

"დღის ბოლოს საკუთარ თავს ეკითხები, გინდა ისევ ამის კეთება? თუ პასუხი დადებითია, მაშინ მთელი ვნებით უნდა განაგრძო. ამ დროს შენს ოჯახს ართმევ და რატომ უნდა დაიხარჯო სანახევროდ? ოჯახთან მაინც ვერ ხარ, დროს მაინც კარგავ, ამიტომაც ჯობს 100%-ით დაიხარჯო.

ჩემი ძლიერი მხარეები? ვთვლი, რომ პარკეტზე ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. 15-16 წლის ასაკში ვალენსიაში, ბაზაზე ვცხოვრობდი და ბევრს
ვვარჯიშობდი. ბურთის კარგად ტარება ძალიან მეხმარება. ვიცი, რომ მხოლოდ წინ დგომითა და ორნიშნა სტატისტიკებით საკუთარ გუნდს ვერ დავეხმარები, მეტი უნდა გავაკეთო.

ასე, რომ ვიცი ბურთი ხელით უკეთ უნდა ვატარო, დრიბლინგი მაღალ სისწრაფეზე უნდა შევძლო, სროლების გაუმჯობესებაზე ვიმუშავო, სწაფად ვიმოძრავო, დაცვაში ძალიან კარგი ვიყო. ვიცი რაც მჭირდება და მათ დასახვეწად ვმუშაობ კიდეც.

ჩემთვის წარმატების მიღწევის წინაპირობა ემოციების გარეშე მუშაობაა, მშვიდი უნდა ვიყო. პრობლემის განსაზღვრა უნდა იცოდე, როცა ამას შეძლებ, მისი მოგვარების გზასაც იპოვი. ამის შესახებ თანაგუნდელებს უნდა ესაუბრო და შემდეგ ადგე და გააკეთო, რადგან საუბარი საქმის მხოლოდ ნაწილია.

არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვი, უნდა ადგე და გააკეთო, წინააღმდეგ შემთხვევაში თანაგუნდელები არ გამოგყვებიან. ესაა ჩემთვის პრობლემებთან გამკლავების ფორმულა,"- განაცხადა თოკომ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 30 /
ვინც მართლა მოღალატეები არიან 1990-დან დღემდე ჯერ მათი სია გამოაქვეყნეთ.
მამუკა
21 ივლისი 2020 20:31
7
გენა რუსული სახელით, რომ შემოდიხარ არ გეპაზორება?
რუსს გენადის
21 ივლისი 2020 22:01
9
1990 დან მოყოლებული უამრავი მოღალატე რომ იყო საქართველოში ყველამ ვიცით, მაგრამ შენგელიას მაინც ვერ გაამართლებთ. ესეც მათ რიგებშია ამიერიდან.
გენა
21 ივლისი 2020 21:20
10
თორნიკე შენგელიას საოცარ წარმატებებს ვუსურვებ!
aburjga
21 ივლისი 2020 20:00
28
რეალს და მილანს რო ნდომოდათ შენგელია მაყუთსაც გადაიხდიდენ 2მილ მიიღო ბასკონიამ .თორნიკეს კიდე წარმატებები.
zaza
21 ივლისი 2020 19:09
21
დღეს ვუსმინე მამამისთან ინტერვიუს და საბოლოოდ წერტილიც დავუსვი ამათ ამბავს. რატომ მაინცდამაინც ცსკა-ო? იმიტო, რომ ნაკრებში ყველა თამაშზე გამოუშვებენო რაც გადამწყვეტი იყო ჩვენთვისო...რეალი და მილანი არ გამოუშვებდნენო...გქონდათ რეალიდან ან მილანიდან შემოთავაზებებიო? ცსკა-ს გარდა არავისგანო...სამი წელი გვეჩალიჩებოდნენო. ბასკონიაში რატომ არ დარჩითო? ბიუჯეტი შეამცირესო..ანუ ყველაფერი დავიდა ფულზე! სამწუხარდ რისი ეჭვიც მქონდა ის გამართლა...არ ღირდა ფულის გამო რუსების არმიის გუნდთან შეკვრა!!! ძალიან ცუდი მაგალითია მომავალი თაობებსთის!სამშობლოს ინტერესი არაფერზე არ უნდა იცვლებოდეს!!!
პაატა
21 ივლისი 2020 18:11
36
თორნიკე წარმატებას გისურვებთ! მაგარი ადამიანი და დიდებული კალათბურთელი ხარ.
ძალიან გვიყვარხარ. ნანკა
21 ივლისი 2020 18:06
35
აბა დაეწყვეთ "ურა პატრიოტებო" გუბაზას თამადობით და ანთხიეთ და ანთხიეთ ღვარძლები, დორბლები, ბოღმები, სიბოროტე და ყველაფერი რაც კი იცით. ვაი თქვენს პატრონს გუბაზის თამადობით.
kaxa
21 ივლისი 2020 18:03
40
ინტელექტი, რომ მაქვს იმიტომაც ვარ თორნიკეს მხარეს და არა თქვენნაირ უინტელექტო არარაოებთან.მიდით რა? მიხედეთ თქვენს საყვარელ ხვიჩა რუსს, რუსეთის სახელით, რომ გამოდის რუსულ კლუბში, რომელიც მაგრად "გეამაყებათ" ვაი თქვენს პატრონებს, გუბაზას უკანალებო.
ნაგავ არაკაცებს, კახასგან.
22 ივლისი 2020 08:02
2
რაო გნაცებო აგეწვათ ისედაც, ამწვარი ერთი ადგილები? ისე გადარუსებული ხვიჩა კვარაცხელია როგორა გყავთ?
კახა
21 ივლისი 2020 22:49
5
ყველა გამოხმაურება
აფერისტი
zviadi
21 ივლისი 2020 17:35
22
აფსუს? რა სახელს აფუჭებ?
აფერისტ ზვიადის
21 ივლისი 2020 21:53
4
????????
!!!!!
21 ივლისი 2020 17:18
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული