ლიგა ენდესის პირველ ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" დამატებით დროში 91:86 სძლია "სარაგოსას".
შერმადინმა 32:25 წუთში 17 ქულა (11-დან 6 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 19 იყო.
ქულებით და სარგებლიანობის კოეფიციენტით ქართველ ცენტრზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ მის თანაგუნდელ ბრუნო ფიტიპალდოს ჰქონდა - 23 ქულა და 27-იანი კოეფიციენტი.
23 სექტემბერს შერმადინის გუნდი "ბილბაოს" შეხვდება.