თორნიკე შენგელიამ "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო - ცსკა დამარცხდა

AutoSharing Option
ევროლიგის პირველ ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა სტუმრად 66:76 დამარცხდა "ბარსელონასთან".

მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 10 ქულით მოიგეს და მიუხედავად სტუმართა მცდელობისა (ერთხელ სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს), კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

რაც შეეხება შენგელიას, თავის გუნდში უდავოდ საუკეთესო იყო - 32:33 წუთში 15 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 20 იყო.

8 ოქტომბერს, მეორე ტურში ცსკა "მაკაბის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
საღოლ თოკო...კაიაა...მალე მეტი და მეტი ქულაა..არ მოუსმინო ამ ვაი პატრიოტების სიტყვით გამოსვლას...შეუბერე შენებურად.ბოლომდეე..აჩვენე კლასი რუსებს...რუსების დედაც...შენთან ვარ5!!
17
რაო თოკომოტივ, რა მინდაო ბარსამ? არ გინდოდაო ესპანური რძე და ყველიო? მაშინ ახლა მიირთვიო რუსული ...
ტყეშელაანთ გიჟი
16:25 02-10-2020
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული