შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვალა და გაკეთდა 8-თა ფინალი, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქში ტარდება და შერმადინის გუნდიც მოხვდა. მეოთხედფინალში კუნძულელების მეტოქე ესპანური “სარაგოსა” გახლდათ, რომელთანაც “ტენერიფემ” 81:87 წააგო.
წაგებულთა რიგებში ქართველი ცენტრი საუკეთესო იყო 24 მარგი ქმედების კოეფიციენტით. შერმადინმა 28 წუთში 22 ქულა მოუტანა გუნდს. ამის გარდა, მის ანგარიშზე 8 მოხსნა და 1 პასიცაა. გიორგიმ ბოლო მეოთხედში მალევე მიიღო
მე-4 პერსონალური შენიშვნა. ასე რომ, დროებით სკამზე გადაინაცვლა. ქართველი ცენტრი ბოლოსკენ შევიდა და სამი წუთით ადრე ანგარიშიც გაათანაბრა – 76:76. სამწუხაროდ, ბოლო წუთზე შერმადინმა მეხუთე ფოლი მიიღო, მის გარეშე კი "იბეროსტარი" ვერას გახდა.
GBF.GE