ვილი ისიანი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში გამოირჩა. ქართველმა ფორვარდმა თავის ამერიკულ კარიერაში სარეკორდოდ ბევრი - 39 წუთი ითამაშა, რა დროშიც 15 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ისიანმა 4-დან 3 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
ეს მონაგარი ისიანმა "კენტ სტეიტ გოლდენ ფლეშისთან" 66:80 წაგებულ მატჩში დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე ამდენი დრო პირველად გაატარა და 15 ქულაც მისი საუკეთესო შედეგია, რადგანაც წინა მატჩებში, შესაბამისად, 7 და 2
ქულა ჰქონდა. ისიც ვთქვათ, რომ თავის დეტროიტულ კარიერაში ვილიმ 10 ან მეტი ქულა მხოლოდ მეცხრედ ჩააგდო.
"მერსი ტიტანსს" მიმდინარე სეზონის სამივე არასაკონფერენციო მატჩი წაგებული აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 12 დეკემბერს "ვესტერნ მიჩიგანთან" ჩაატარებს.
GBF.GE
სიმაღლე და ასე შემდეგ.
ნაკრების სიაში არის?