შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი ისევ საუკეთესოა - ამჯერად, მთლიანი ტურის. გასულ შეხვედრაში, როცა “ტენერიფემ” “ბურგოსი” დაამარცხა, შერმადინი სარგებლიანობის ინდექსის 30 ერთეულით მატჩის MVP გახდა და ეს შედეგი საბოლოოდ მთელ ტურში საუკეთესო გამოდგა. შესაბამისად, მიმდინარე ჩემპიონატში 13-დან 12 მოგების მქონე “ტენერიფეს” ლიდერი გიორგი შერმადინი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ასეთი აღიარება შერმადინისთვის კარიერაში მეცხრედ მოხდა.

ქართველ ცენტრს საუკეთესო შედეგი ლიგა ენდესას მე-14 ტურში ჰქონდა, რომელშიც ტენერიფელებმა თად მაკფადენის "სან პაბლო ბურგოსს" 84:79 სძლიეს. აღნიშნულ მატჩში შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 29 წუთში 21 ქულა,
6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. გიორგიმ 9-დან 6 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა, მოგვიანებით კი, მისი მაჩვენებელი სრულიად ტურშიც ვერავინ გადაფარა.

აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე მომენტისთვის გიორგის საშუალო მაჩვენებლები 25:02 წუთი, 17.5 ქულა, 5.3 მოხსნა და 2.2 პასია, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 23.3-ს უტოლდება, რაც მთელ ლიგაში საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, არის დიდი შანსი, რომ შერმადინი ზედიზედ მეორედ დასახელდეს. შეგახსენებთ, რომ ქართველი ცენტრი ესპანეთის ჩემპიონატის ნოემბრის MVP გახდა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული