შერმადინის 16 ქულა, სალინის 8 სამქულიანი და "ტენერიფეს" გამარჯვება თურქეთში

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატში შედეგიანად მოასპარეზე “ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგაშიც ყოჩაღობს. გიორგი შერმადინის გუნდმა ფიბას ნომერ პირველ საკლუბო ტურნირში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ტენერიფელები სტამბოლში “გალათასარაის” დაუპირისპირდნენ და დამაჯერებლად – 104:89 დაამარცხეს.

ტრადიციულად, ქართველმა ცენტრმა შედეგიანად ითამაშა, თუმცა ამჯერად ის საუკეთესო არ გამხდარა. ზეშედეგიანობა ფინელმა მსროლელმა – საშუ სალინმა გამოავლინა, რომელმაც 11 ცდიდან 8 სამქულიანი ჩააგდო, ჯამში კი 34 ქულა მოაგროვა. საერთოდ, ტენერიფელებმა სასწაული შორი მიზანი გამოავლინეს. სპენსერ ბატერფილდმა 5-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, მთლიანობაში კი ესპანურმა კლუბმა 30-დან 19 სამიანი მიითვალა და ამ კომპონენტში
საშუალო სროლებზე (30-დან 16) უკეთესი პროცენტულობა აჩვენა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 25 წუთი გაატარა და სარგებლიანობის ინდექსით ტენერიფელთა შორის, სალინისა და ბატერფილდის შემდეგ, რიგით მესამე შედეგი უჩვენა. შერმადინმა 8-დან 6 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ცენტრის ანგარიშზე 16 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა.

3 მოგებითა და 1 მარცხით “ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში მეორე ადგილზეა დაუმარცხებელი “დინამო სასარის” შემდეგ. შერმადინის გუნდი მორიგ მატჩს სწორედ ლიდერ “დინამოსთან” გამართავს, ოღონდ მომავალი წლის 6 იანვარს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული