შენგელიამ "ხიმკისთან" 11 ქულა ჩააგდო - ჯეიმსი NBA-ში?

AutoSharing Option
ევროლიგის 33-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ საკუთარ მოედანზე 97:72 გაანადგურა აუტსაიდერი "ხიმკი".

შენგელიამ 20:21 წუთში 11 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 4 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა, 4-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 13 იყო.

ცსკა-მ 32 ჩატარებული მატჩიდან 22 მოიგო, მეორე ადგილზეა და 8 აპრილს "ვილერბანს" უმასპინძლებს. ცსკა-მ პლეი-ოფის საგზური გასულ ტურში გაინაღდა, "ხიმკისთან" მოგების შედეგად კი გაირკვა, რომ პლეი-ოფში საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება.

მოსკოვური კლუბი კონფლიქტის გამო დატოვა ამერიკელმა ლეგიონერმა მაიკ
ჯეიმსმა, სამშობლოში დაბრუნდა და შეიძლება კარიერა NBA-ში გააგრძელოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული