ევროლიგის 33-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ საკუთარ მოედანზე 97:72 გაანადგურა აუტსაიდერი "ხიმკი".
შენგელიამ 20:21 წუთში 11 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 4 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა, 4-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 13 იყო.
ცსკა-მ 32 ჩატარებული მატჩიდან 22 მოიგო, მეორე ადგილზეა და 8 აპრილს "ვილერბანს" უმასპინძლებს. ცსკა-მ პლეი-ოფის საგზური გასულ ტურში გაინაღდა, "ხიმკისთან" მოგების შედეგად კი გაირკვა, რომ პლეი-ოფში საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება.
მოსკოვური კლუბი კონფლიქტის გამო დატოვა ამერიკელმა ლეგიონერმა მაიკ
ჯეიმსმა, სამშობლოში დაბრუნდა და შეიძლება კარიერა NBA-ში გააგრძელოს.