ევროლიგის რეგულარული სეზონი დასასრულს მიუახლოვდა, ოფიციალურმა გვერდმა კი 10 საუკეთესო ჩატენვა გამოაქვეყნა, სადაც მე-3 ადგილს საქართველოს ნაკრების კაპიტნისა და მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას უძლიერესი მომენტი იკავებს.
თოკომ ბურთი გადაარჩინა, შემდეგ კი მთელი სისწრაფით შევიდა. მისი შეჩერება "ფენერბაჰჩეს" კალათბურთელებმა ვეღარ შეძლეს.