ევროლიგის მეორე 1/4-ფინალურ მატჩში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მოსკოვში "ფენერბახჩე" 78:67 დაამარცხა.
სტუმრებს მოულოდნელად ერთერთი ლიდერი, კორონავირუსისგან განკურნებული კანადელი მსუბუქი ფორვარდი დაიშენ პიერი დაუბრუნდათ და პირველი მატჩისგან განსხვავებით მასპინძლებს ბრძოლა გაუმართეს. თუმცა, დასკვნითი მეოთხედი ცსკა-მ უკეთ ჩაატარა, გაიმარჯვა და სერიაში 2:0 დაწინაურდა.
შენგელიამ 32:36 წუთში 11 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 7 მოხსნა, 7 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, 3-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 22-ს გაუტოლდა.
ცსკა-ში 14 ქულით, 9 პასითა და სარგებლიანობის 26-იანი კოეფიციენტით საუკეთესო დენიელ ჰეკეტი იყო.
"ფენერს" 27 ქულით მარკო გუდურიჩი შეეწია, ხოლო ნანდო დე კოლო - 9 ქულით.
სერია სამ მოგებამდეა და ამ გუნდების მესამე შეხვედრა 28 აპრილს სტამბულში ჩატარდება.