ესპანური ლიგის მესვეურთა მიერ დადგენილი წესის თანახმად, გულშემატკივართან ერთად გამოიკითხებიან ლიგის მწვრთნელები, მოთამაშეები და ჟურნალისტები. თითოეულ სფეროს 25-პროცენტიანი ძალა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივართა გამოკითხვის მოგებით შერმადინმა MVP-ის ტიტულის ჯერჯერობით 1/4 ნაწილი დაისაკუთრა,
“შერმადინმა გულშემატკიავრთა გამოკითხვა მოიგო, რაც ესპანეთის ლიგის MVP-ის გამოსავლენად მიმდინარეობდა. უახლოეს დღეებში გამოიკითხებიან მოთამაშეები, ჟურნალისტები და მწვრთნელები, რის შემდეგაც საბოლოოდ გავიგებთ, თუ ვინ მოიგებს ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის პრიზს. თითოეულ გამოსაკითხ სეგმენტს 25-პროცენტიანი ძალა აქვს და საბოლოოდ ის გახდება MVP, რომელი მოთამაშეც მეტ პროცენტს დააგროვებს” – წერს ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალური საიტი ACB.COM-ი.
შეგახსენებთ, რომ გულშემატკივართა გამოკითხვა Instagram-ზე, Tweeter-ზე და ესპანური ლიგის აპლიკაცია ACB.COM-ზე მიმდინარეობდა. შერმადინმა დიდი უპირატესობით აჯობა მეორე ადგილზე გასულ მადრიდის რეალის ცენტრ ედი ტავარეშს.
ესპანური ლიგის მწვრთნელები, მოთამაშეები და ჟურნალისტები უახლოეს დღეებში გამოიკითხებიან და 2020-2021 წლების სეზონის MVP-იც ამის შემდეგ გამოვლინდება.
GBF.GE