შეგახსენებთ, რომ ტენერიფელებმა „სარაგოსა“ სტუმრად 91:60 დაამარცხეს. 216 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრი შეუჩერებელი იყო, 20 ქულა ჩააგდო და სარგებლიანობის კოეფიციენტით (31) არა მხოლოდ მატჩში ტურში ყველას აჯობა.
გიორგის სტატისტიკა ასეთი იყო: 24 წუთი, 20 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი. გიომ 9-დან 6 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, მარგი ქმედების კოეფიციენტი 31 ჰქონდა.
ასეთი მაჩვენებლებით იგი შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.
GBF.GE