თორნიკე შენგელია: კიოლნში დიდი ბრძოლა იქნება

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას ცსკა-მ VTB ლიგის ნახევარფინალში "ზენიტს" სერია 3:1 მოუგო და ივნისში ფინალში "უნიკსს" შეხვდება, იქამდე კი, 28 მაისს, ევროლიგის ნახევარფინალში, "ანადოლუ ეფესს" დაუპირისპირდება. ცსკა გუშინ ჩაფრინდა კიოლნში, სადაც ოთხთა ფინალი გაიმართება. შენგელიას ინტერვიუ "რადიო მარკამ" ჩამოართვა.

"ვფიქრობ, კარგი სამუშაო შევასრულეთ. მილუტინოვის ტრავმისა და ჯეიმსის წასვლის შემდეგ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, მთელი სეზონის განმავლობაში არ გვყავდა სრული გუნდი, მაგრამ ჩვენ მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ და მეორე ადგილზე გავედით. ახლა მთავარი მატჩები გველის. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომლის გამო ცსკა-სთან კონტრაქტი გავაფორმე.

"ეფესი"
შესანიშნავი გუნდია, რაც სეზონისას არაერთხელ დაამტკიცეს. ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. ძალიან საინტერესო მატჩი გველის. რეგულარული სეზონისას ერთხელ ჩვენ ვიმარჯვეთ, ერთხელ მათ და ორივე შეხვედრაში ანგარიშში სხვაობა 30 ქულა იყო.

ოთხთა ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს - ჩაატარო შთამბეჭდავი მატჩი (მატჩები) ან პირიქით. ოთხეულში მოხვედრა ბევრს ნიშნავს. დიდი ბრძოლა იქნება.

ჯეიმსის თემაზე ბევრ ლაპარაკს არ ვაპირებ, რთული ვითარება იყო, მაგრამ ჩვენ ყველა წინაღობა მოტივაციისათვის გამოვიყენეთ, რათა შევკრულიყავით და უფრო ძლიერები გავმხდარიყავით", - განაცხადა შენგელიამ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გამარჯვებას გისურვებ ჩვენო ბიჭო
თუში
10:40 27-05-2021
1

სიახლეები პოპულარული