ლიგა ენდესას პლეი-ოფის პირველ მატჩში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" საკუთარ მოედანზე 86:78 დაამარცხა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის, თად მაკფადენის "ბურგოსი".
შერმადინი კვლავ საუცხოოდ გაისარჯა: 22:05 წუთში 16 ქულა (9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო), 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 24-ს გაუტოლდა და მატჩის MVP გახდა.
მაკფადენმა პარკეტზე 9:07 წუთი დაჰყო და თავის გუნდს ვერაფრით შეეწია.
ამ გუნდების შემდეგი შეხვედრა 3 ივნისს, ბურგოსში გაიმართება.