საქართველოს ნაკრების ყოფილი ნატურალიზებული კალათბურთელი მეტ ჯენინგი კარიერას იაპონიაში გააგრძელებს, - იტყობინება Sportando.
32 წლის ამერიკელმა (სიმაღლე 196 სმ) "მანრესა" დატოვა და მალე კონტრაქტს იაპონურ "კავასაკი ბრეივ ტანდერსთან" გააფორმებს.
ის 8 სეზონის მანძილზე ევროლიგის გუნდებში თამაშობდა, განსაკუთრებით გამორჩეული კი თორნიკე შენგელიას "ბასკონიაში" იყო.
გასულ სეზიონში ის საშუალოდ მატჩში 10 ქულას, 2.3 მოხსნასა და 2 პასს აგროვებდა.