ლიგა ენდესას მესამე ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" საკუთარ მოედანზე "ბილბაო" 89:79 დაამარცხა.
შერმადინი კვლავ საუცხოოდ გაისარჯა - 22:33 წუთში 19 ქულა (9-დან 7 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო), 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 26 იყო და მატჩის MVP გახდა.
"ტენერიფეს" ჩემპიონატის სტარზე 2 მოგება აქვს და 3 ოქტომბერს მადრიდში "რეალს" დაუპირისპირდება.