სამკვირიანი ტრავმის შემდეგ შერმადინი მოედანს დაუბრუნდა

AutoSharing Option
კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული ლეგიონერი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. ტრავმირებული თორნიკე შენგელიას შემდეგ მოედანს დაუბრუნდა გიორგი შერმადინიც. ორივე მათგანმა ოქტომბრის დასაწყისში მიიღო ტრავმა და თავდაპირველად მათი სანაკრებო მატჩებამდე გამოჯანმრთელება სათუო იყო, თუმცა ჯერ შენგელია, ხოლო დღეს შერმადინიც დაუბრუნდა მოედანს, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთი მათგანი შეზღუდული არ არის, ნაკრებს დაეხმაროს.

შერმადინი “ტენერიფეს” ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში დაუბრუნდა, თავისი ყოფილი კლუბის, “ანდორას” წინააღმდეგ მატჩში. მასპინძელი შერმადინის გუნდი იყო, რომელმაც შეხვედრა 79:70 მოიგო. შერმადინმა 17 წუთი ითამაშა და 3 ქულას 5 მოხსნა მიამატა.
ტენერიფელთა საუკეთესო კალათბურთელი კაილ ვილტიერი იყო – 16 ქულა.

შერმადინის გუნდს 9 ტურის შემდეგ 6 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში სამ გუნდთან ერთად მესამე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
თორნიკეს ძალიან აქვს დაკარგული ფორმა და თუ სტატისტიკით ვიმსჯელებთ,ასევეა,გიორგიც.იმედია მოასწრებენ კონდიციების აღდგენას.
სოსო
11:02 08-11-2021
1
ყოჩაღ შერმო!შენი იმედი მაქვს ნაკრებში
გიორგი
12:04 08-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული