სანდრო სანაძისა და გეგი ბაქრაძის “ტამიში” სერბეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ “დინამიკს” სტუმრად შეხვდა და ოვერტაიმში – 85:92 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელებისთვის შეხვედრა წარმატებული გამოდგა. ბაქრაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 35 წუთში 11 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. გეგიმ 6-დან 2 ორქულიანი და 12-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 8-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა და ის სტუმართა რიგებში მხოლოდ სერბ მარკო სინიკს ჩამორჩა, რომელმაც
22 ქულა ჩააგდო. ამ მხრივ მე-3 მაჩვენებელი (17) სანაძეს ჰქონდა, რომელმაც 23 წუთში 17 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
სანდრომ 7-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, 2 შეცდომა ჰქონდა, 4-ჯერ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.
"ტამიშს" 12 ტურის შემდეგ 4 მოგება აქვს და 16-გუნდიან ლიგაში მე-15 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 8 დეკემბერს, შინ, "კოლუბარასთან" ჩაატარებს.
GBF