შერმადინი "ბარსას" კალათბურთელებმა ვერ შეაჩერეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
“ტენერიფე იბეროსტარის” ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა ესპანურ გრანდ “ბარსელონასთან” შედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა მისმა გუნდმა საბოლოოდ მაინც წააგო. ტენერიფელებმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ლიგის ლიდერს უმასპინძლეს და თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ საბოლოოდ 15 ქულით – 60:75 დამარცხდნენ.

ერთადერთი კალათბურთელი, რომელიც კატალონიელებმა ვერ შეაჩერეს, შერმადინი იყო. მან 25 წუთში 5-დან 5 ორქულიანი, 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და მატჩი 17 ქულით დაასრულა. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრების ცენტრის ანგარიშზე თითო მოხსნა-პასი დაფიქსირდა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, იგი მატჩის საუკეთესო იყო +23. ამ მაჩვენებლით
გიორგის ერთით ჩამორჩა ბარსელონელი ნიკოლა მიროტიჩი (22), რომელმაც 18 ქულა ჩააგდო.

შერმადინის გუნდს 13 მატჩიდან 8 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში ტენერიფელები 18 დეკემბერს, სტუმრად, "ფუენლაბრადას" შეხვდებიან.

gbf

altბურჯანაძის 11 ქულა "ბეტისს" ბადალონაში მოსაგებად არ ეყო

altმაკფადენის საოცარი შედეგი - 9 სამქულიანი 18 წუთში

altშენგელიას დაბრუნება და ცსკა-ს გამარჯვება "ჟალგირისთან"


მკითხველის კომენტარები / 5 /
მეამაყები შერმო!
სოსო
17:31 13-12-2021
0
გიო ჯერ ვერ არის სრულ ფორმაში. იმედია, ევროპის ჩემპიონატისთვის სრულად იქნება მზად. წარმატებები გიოს და საქართველოს ნაკრებს!!!
Teimurazi
15:00 13-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული