შერმადინი ტურის MVP გახდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. აღნიშნული ტურის მატჩი “ტენერიფეს” ქართველმა ცენტრმა გასული წლის 20 ნოემბერს ითამაშა და “გრან კანარიას” დამარცხებაში ლომის წილი დაიდო – 20 ქულა, 10 მოხსნა და სარგებლიანობის 41 კოეფიციენტი. იმ ტურში ერთი მატჩი (ბრეგანი-ხუვენტუდი) გადაიდო და ლამის 2-თვიანი დაგვიანებით, 16 იანვარს გაიმართა. ცხადია, შერმადინის შედეგი ვერავინ გადაფარა და ქართველი ცენტრი დამსახურებულად გახდა მე-11 ტურის საუკეთესო მოთამაშე.

ეს შერმადინის პირველი ტურის MVP-ის ტიტულია მიმდინარე სეზონში. ამ მხრივ ლიდერები ჯანან მუსა, მიკოლა მიროტიჩი და კლევინ
ჰანა არიან, რომლებსაც 2-2-ჯერ აქვთ MVP-ის ტიტული მოგებული. 

GBF

altშერმადინი დაბრუნდა და MVP-ის ტიტულიც არავის დაუთმო

altშერმადინი "ბარსას" კალათბურთელებმა ვერ შეაჩერეს [VIDEO]

altუდიდესი აღიარება - შერმადინი ფიბა-მ მსოფლიოს საუკეთესო 10 ცენტრში შეიყვანა

მკითხველის კომენტარები / 1 /
შერმადინისგან აღარ გვიკვირს აღარაფერი,ყოჩაღ შერმო!
მარი
15:25 17-01-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული