ლიგა ენდესას მე-18 ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" გასვლაზე "ბურგოსი" 81:73 დაამარცხა.
შერმადინმა 27:09 წუთში 23 ქულა (8-დან 8 ორქულიანი, 7-დან 7 საჯარიმო), 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 29 იყო და მატჩის MVP გახდა.
"ტენერიფემ" 16 ჩატარებული შეხვედრიდან 9 მოიგო, მე-8 ადგილზეა და 30 იანვარს "ვალენსიას" უმასპინძლებს.