შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 26:46 წუთში 20 ქულა, 9 მოხსნა, 1 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 8-დან 6 ორქულიანი და 11-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 27 შეადგინა, რაც 2-ით ნაკლებია მარსელინიო უერტასისაზე, რომელმაც 22 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
“ტენერიფეს” 11 მოგების წილ 8 მარცხი აქვს და ცხრილში მე-5 ადგილზეა.
gbf
"მურსიასთან" მოგებულ მატჩში შერმადინს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა [VIDEO]