გოგას სასტარტო, 20 წუთი და დასანანი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაციის მორიგ ტურში "მინესოტა ტიმბერვულვზთან" საკუთარ მოედანზე 120:129 დამარცხდა.

ბითაძემ მიმდინარე ტურნირზე თამაში სასტარტოდან მეექვსედ დაიწყო და 18:51 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. მან 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური მიიღო.

სტუმართაგან ყველაზე შედეგიანები ენტონი ედვარდსი (37 ქულა) და დ’ანჯელო რასელი (23), იყვნენ, ხოლო მასპინძელთაგან ტაირიზ ჰალიბერტონი და ოშეი ბრისეტი - 22-22 ქულა.

"ინდიანა პეისერსმა" ზედიზედ მეექვსე მარცხი იწვნია, 58
ჩატარებული მატჩიდან მხოლოდ 19 მოიგო, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და 16 თებერვალს სტუმრად სანდრო მამუკელაშვილის "მილუოკი ბაქსს" შეხვდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული