თასის გათამაშება გრანადაში მიმდინარეობს, რომლის დარბაზში უხვად იყვნენ როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის გულშემატკივრები. მათ მეტად საინტერესო სანახაობა იხილეს – იყო მომენტი, ტენერიფელები 17 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა მეოთხე პერიოდში „ხუვენტუდმა“ თამაში გამოასწორა და საფინალო სირენამდე წუთით ადრე ორი ქულით დაწინაურდა (58:56).
კუნძულელებმა მალევე გააბათილეს ჩამორჩენა – შერმადინი-უერტასის პიკ-ენდ-როლის შემდეგ გიორგიმ ბურთი პერიმეტრზე გაიტანა, სატყორცნ პოზიციაში აღმოჩნდა სასუ სალინი და 59:58 "ტენერიფეს“ სასარგებლოდ. ამის მერე ყოველი გამოტანისას ბურთს შერმადინი იღებდა, ხუვენტუდელები ჯარიმდებოდნენ და საქართველოს ნაკრების ცენტრიც საჯარიმოს ხაზიდან იშვიათად აცილებდა.
გიორგის სრული მონაგარი ასეთი იყო: 31 წუთი, 12 ქულა (4/2 ორქულიანი, 13/8 საჯარიმო), 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 18 მარგი ქმედების კოეფიციენტი. იგი ერთადერთი ტენერიფელი იყო, რომელიც 10-ქულიან ნიშნულს ასცდა. "ხუვენტუდში“ კი საუკეთესო ჟოელ პარა იყო – 14 ქულა, 9 მოხსნა.
ნახევარფინალში "ტენერიფეს" მეტოქე მადრიდის "რეალი" იქნება, რომელმაც თავის მხრივ “ბრეგანი” 73:67 დაამარცხა. შეხვედრა 19 თებერვალს გაიმართება და გამარჯვებული სამეფო თასის ფინალში გავა.
gbf
შერმადინის 20 ქულა და 9 მოხსნა ბადალონაში მოგებულ მატჩში [VIDEO]