შერმადინის 14 ქულა 15 წუთში "რეალთან" - "ტენერიფე" გრანდს ვერ გაუმკლავდა

AutoSharing Option
ესპანეთის თასის ნახევარფინალში გიორგი შერმადინის "ტენერიფე" "რეალთან" 74:94 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

შერმადინმა 14:54 წუთში 14 ქულა (6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო), 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა და თავის გუნდში საუკეთესო იყო. გიორგი თბილისში გამოფრინდება და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.

15 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მადრიდელთა ცენტრი ტავარეში გახდა.

ფინალში "რეალი""ბარსელონასა" და თად მაკფადენის "მურსიას" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამნაირი Თუ გაგიგიაᲗ რამე,მწვრᲗნელები ბავᲨვს რომ აქებდნენ ტალანტია და არ აᲗამაᲨებს სადური წესია?
ამნაირი რამე გაგიგიაᲗ ...
მოქალაქე
19:09 20-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული