ცსკა მარტივ მამრავლებად იშლება - მოსკოვური კლუბი შენგელიას შენარჩუნებას იმედოვნებს

AutoSharing Option
უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის გამო ცსკა-ს კალათბურთელთა გუნდი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ დატოვა და Metaratings-ის ცნობით, კლუბი კონტრაქტის გაწყვეტაში პრობლემას არ შეუქმნის. თუმცა, დღეს ცსკა-მ განცხადება გაავრცელა და როგორც ჩანს, ლეგიონერების შენარჩუნებას იმედოვნებს:

"ოჯახური და პირადი მიზეზების გამო, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე სიტუაციითაა გამოწვეული, აგრეთვე შესაძლო შედეგებით, ცსკა თორნიკე შენგელიამ და იფე ლუნდბერგმა დატოვეს. უახლოეს ხანში სამშობლოში მარიუს გრიგონისი და იოჰანეს ფოიგტმანი გაემგზავრებიან.

მოთამაშეთა მოქმედება კონტრაქტის პირობებისა და საკლუბო რეგლამენტის დარღვევაა, მაგრამ კლუბი გაგებით ეკიდება ყოველი კალათბურთელის
პერსონალურ ვითარებას. მოთამაშეებთან შეთანხმების სტატუსი გადაწყვეტილი იქნება, როდესაც ევროპაში პოლიტიკური და სპორტული სიტუაციის ნორმალიზება მოხდება".

ცსკა-ს ევროლიგაზე საშინაო მატჩების ჩატარება აუკრძალეს, "ჟალგირისმა" არმიულ გუნდთან ნეიტრალურ მოედანზე თამაშზეც კი უარი განაცხადა, ხოლო VTB ლიგა ესტონეთის "კალევმა" და პოლონეთის "ზელენა გურამ" დატოვეს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
რა საოცრებაა ცხოვრება ქართველი რუსეთს ტოვებს იმიტომ რომ უკრაინაში შეიჭრა აქამდე პუტინი ანგელოზი იყო 2022 წელში გახდა ტირანი :)
ნოდო
22:47 27-02-2022
25
შანსი არ არი, არავითარ შემთხვევაში აღარ დარჩება. ეგ უკვე საბოლოვო განაჩენი იქნება შენგელიასათვის. აქ აღარავინ მივიღებთ.
G.LA
23:29 27-02-2022
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული