არასასიამოვნო ინციდენტი - გოგას "სელტიკსის" ვარსკვლავმა ხელი ჰკრა... "ინდიანამ" "ბოსტონი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსმა" "ბოსტონ სელტიკსს" უმასპინძლა და 128:107 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 16 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა (1/3), 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 4:45 წამით ადრე არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა, ქართველი კალათბურთელი 2021 წლის "ყველა ვარსკვლავის" მონაწილეს, ჯეილინ ბრაუნს შემთხვევით დაეჯახა, რის გამოც "კელტების" ერთ-ერთი ლიდერი დაეცა, ფეხზე გამწარებული წამოდგა და ჩვენებურს ხელი ჰკრა. გოგა პროვოკაციას არ აჰყვა და არსებულ სიტუაციას გამოერიდა.

გამარჯვებულთა რიგებიდან საუკეთესო ტაირის ჰალიბარტონი
გახლდათ, რომელმაც თავი 22 ქულით, 4 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 1-იც დაფარებით გამოიჩინა.

"ბოსტონის" მხრიდან ჯეისონ ტეიტუმმა გუნდს 24 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ჯეილინ ბრაუნმა აქტივში 23 ქულა, 4 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

ამრიგად, "პეისერსი" 21 მოგებითა და 41 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 1-ელ მარტს, "ორლანდო მეჯიქის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"სელტიკსი" 36 გამარჯვებითა და 27 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-6 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი 2 მარტს, "ატლანტა ჰოუქსის" პირისპირ გამართავს.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
დიდება უკრაინას და უკრაინე ხალხს, ყველას ვინც იქ იბრძვის უკრაინის დასაცავად! კარგა ხანია ვამბობ რომ ეს გუნიდ არ არის გოგასათვის კარგი და ბევრჯერ მეც დავაფიქსირე რომ პასს არ აძლევენ რომ თავი არ გამოიჩინოს. პაჩულიას უნდ ეცადა მის გოლდენ სტეიტში გადაყვანა რადგან გოლდენ სტატეს მის ნაერი დამცველიც და მოქნილი ცენტრი ბევრად გამოადგება. სამწუხაროდ გაჭედეს ახალ კონტრაქტში
Simartle
19:22 28-02-2022
1
ვუყურე ᲗამაᲨსს და არა მარტო ამ ᲗამაᲨსს,Შევატყვე სუფᲗად რასიზმის Თემა...ისეᲗ პოზიციაᲨი იყო პასებს არ აᲫლევენ რასაც აკეᲗებს ყველაფერს Თავისი მოპოვებიᲗ.
ჯობია მაგ გუნდიდან გადავიდეს
მოქალაქე
15:42 28-02-2022
1

სიახლეები პოპულარული