გოგა მაგარ ფორმაში შევიდა - ქართველის მორიგი მშვენიერი მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსმა" "კლივლენდ კავალიერსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 127:124 დასრულდა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 18 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 15 ქულით (6/10), 9 მოხსნით (6 მეტოქის ფარზე), 3 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა. ქართველმა კალათბურთელმა მშვენიერი სათამაშო ფორმა აკრიფა და დროა მწვრთნელმაც უფრო დიდი ნდობა გამოუცხადოს.

საუკეთესო ტაირის ჰალიბარტონი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა, 4 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

"კავალიერსის" მხრიდან დარიუს გარლანდმა გუნდს 41 ქულა, 5
მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "პეისერსი" 22 მოგებითა და 45 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას 13 მარტს, "სან ანტონიო სპურსის" წინააღმდეგ გამართავს.

"კლივლენდი" 38 გამარჯვებითა და 27 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-6 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს კი 12 მარტს, "მაიამი ჰიტის" პირისპირ გამართავს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
Mamukelashvilmac itamasha da arc cudad dagewera esec
Axali
13:10 09-03-2022
2
18 წუთში მართლა მშვენიერი შედეგია
შაკო
12:28 09-03-2022
0

სიახლეები პოპულარული