თანაბარი პირველი ტაიმის ბოლოს კუნძულელებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს, მეორე ტაიმის დასაწყისში +12 ქულით დაწინაურდნენ და გამარჯვების შანსი ხელიდან აღარ გაუშვიათ.
20 ქულა მოაგროვა „ტენერიფეს“ ბრაზილიელმა გამთამაშებელმა მარსელინიო უერტასმა, რომელიც ქულებს უმეტესად შერმადინის ბლოკების დახმარებით აგროვებდა.
შერმადინის მონაგარი ასეთი იყო: 26 წუთი, 22 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი. გიორგიმ 9 ცდიდან 8 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოდან
კი 6-დან ყველა მიზანში გაარტყა. მარგი ქმედების კოეფიციენტიც (+36) ყველაზე მეტი დაუგროვდა და ცხადია, სწორედ ის აღიარეს მატჩის საუკეთესო კალათბურთელად. ამ მაჩვენებლით შერმადინმა ტურის საუკეთესობაზეც გააკეთა თამამი განაცხადი. ტურის დარჩენილი მატჩები კვირას გაიმართება.
GBF.GE