ბითაძე მაგარ ფორმაშია - "ინდიანამ" "სან ანტონიოს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსი" "სან ანტონიო სპურსს" ესტუმრა და 119:108 დაამარცხა.

სტუმართა მხრიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 10 ქულით (4/6 ორქულიანი, 0/3 სამქულიანი), 7 მოხსნით (4 მეტოქის ფარზე), 2 ასისტითა და 4 დაფარებით გამოიჩინა.

ტაირის ჰალიბარტონმა გუნდს 19 ქულა, 2 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.

"სპურსის" შემადგენლობიდან ჯოკ ლანდალემ 26 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა დააგროვა.

ამრიგად, "პეისერსი" 23 მოგებითა და 45 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს
იკავებს, შემდეგ მატჩს 14 მარტს, "ატლანტა ჰაუქსის" პირისპირ გამართავს.

"სან ანტონიო" 26 გამარჯვებითა და 42 მარცხით დასავლეთში მე-12 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 15 მარტს, "მინესოტას" წინააღმდეგ ჩაატარებს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ დაბლოკოᲗ
ეს ბიᲭები გაიზარდნენ მარᲗლა ამორᲩევიᲗ და პერსპექტუვიᲗ...იმიტომ ᲗამაᲨობენ უმაᲦლეს დონეზე...
დᲦეს დᲦეობიᲗ ასაკობრივ ნაკრაბᲨი ვინც ᲗამაᲨობს ყველა პატრონიანია და პერსპექტიული არავინ არ არის..იმიტომ რომ მე მაქვს გამოცდილება მყავს 208სმ სიმაᲦლის ბავᲨვი და აბა Თუ იციᲗ ვინმემ რომ ᲗამაᲨობს არავინ...Ძაან ცუდია ეს ტენდეცია...
მოა
12:13 13-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული