შერმადინის მონაგარი ასეთი იყო: 26 წუთი, 22 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი. გიორგიმ 9 ცდიდან 8 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოდან კი 6-დან ყველა მიზანში გაარტყა. მარგი ქმედების კოეფიციენტიც (+36) ყველაზე მეტი დაუგროვდა და ცხადია, სწორედ ის აღიარეს მატჩის საუკეთესო კალათბურთელად, ხოლო მოგვიანებით, როცა 24-ე ტურის ყველა მატჩი დასრულდა, ის ტურის საუკეთესოდაც დასახელდა.
შერმადინმა ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მიმდინარე
სეზონში მეორედ მოიგო.
GBF.GE