შერმადინის 10 ქულა, 8 მოხსნა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლენოვო ტენერიფემ”, რომლის ლიდერიც გიორგი შერმადინი გახლავთ, ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო. ეს გახლდათ ტოპ-16-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი, რომელსაც 5-დან 5 მოგების მქონე და ამით პირველობაგანაღდებულ ტენერიფელთათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. შერმადინის გუნდმა ფრანგულ “სტრასბურს” უმასპინძლა და დაძაბული შეხვედრა მაინც მოიგო – 71:66. "ტენერიფე" ერთადერთი გუნდი გახდა, რომელმაც ტოპ-16-ის ეტაპი წაუგებლად დაასრულა.

თამაში დაძაბულად, მასპინძელთა მცირე უპირატესობით წარიმართა. "სტრასბურს" ჰქონდა შანსი, როდესაც ბოლო მეოთხედში 4-ქულიანი სხვაობით იგებდა, თუმცა ბოლო წუთები "ტენერიფემ" უკეთესად ჩაატარა და საბოლოოდ თამაში მოიგო კიდეც.

გიორგი
შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე ჯამში 19:53 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 8 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-იდან 3 ორქულიანი ჩააგდო და 4-იდან ყველა საჯარიმო გამოიყენა. შერმადინის ანგარიშზე ასევე 3 დაკარგვა და 4 ფოლია, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 11 შეადგინა.

“ტენერიდეს” წინ მეოთხედფინალური ეტაპი აქვს, რომლის სერიაც 2 მოგებამდე გაგრძელდება. შერმადინი მეტოქეს მოგვიანებით, კენჭისყრის შედეგად შეიტყობს. “ტენერიფესთან” ერთად ევროთასის მეოთხედფინალში გავიდნენ: "ჰაპოელ ჰოლონი" (ისრაელი), "ლუდვიგსბურგი" (გერმანია), "მანრესა" (ესპანეთი), "თოფაში" (თურქეთი), "კლუჟ-ნაპოკა" (რუმინეთი), "უნიკახა" (ესპანეთი) და "სტრასბური" (საფრანგეთი).

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული