შერმადინის მშვენიერი ფორმა და ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია. საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში ითამაშებს. მისმა გუნდმა "ლენოვო ტენერიფემ“ მეოთხედფინალური სერია თურქულ "თოფაშს“ 2:0 მოუგო. მართალია, კუნძულელებმა ორივე შეხვედრაში გაიმარჯვეს, მაგრამ წარმატება იოლად არ მოსულა – ესპანელებმა პირველი მატჩი 78:77 მოიგეს, მეორე – 74:73. ორივე შემთხვევაში სხვაობა მინიმალური იყო.

ისევე, როგორც სხვა დანარჩენ მატჩებში, თანაგუნდელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი გიორგი შერმადინმა შეიტანა. მან 26 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. მეორე დაფარება მას მატჩის დასრულებამდე 14 წამით
ადრე ჰქონდა, მაშინ, როცა „ტენერიფე“ 72:70-ს იგებდა. მატჩი ლოგიკურად რომ დასრულებულიყო, თუნდაც დაფარების გამო გიორგი შეხვედრის გმირი გახდებოდა. თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: ბურთი მოედნის კიდიდან "ტენერიფეს“ კალათბურთელებმა გამოიტანეს, მას თოფაშელები დაეუფლნენ და სამქულიანით 73:72 დაწინაურდნენ. შერმადინის თანაგუნდელებს რჩებოდათ ერთი შეტევა და 11 წამი. ბურთი 38 წლის ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა მიიღო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა მაღალი კლასი – "ტენერიფეს“ შორეული ორქულიანით 74:73 მოაგებინა. მატჩის ბომბარდირი სწორედ მარსელინიო გახდა. მან 15 ქულას 7 შედეგიანი გადაცემა მიამატა.

ჩემპიონთა ლიგას არ ეხება, მაგრამ შერმადინი დღეს ესპანეთის 28-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, თუმცა კიდევ 2 მოთამაშესთან ერთად. დიახ, ტურის MVP-ის ტიტული სამმა კალათბურთელმა გაიყო – ბარსელონელმა დანტე ეგზუმმა, ხუვენტუდელმა ანტე ტომიჩმა და გიორგი შერმადინმა. ამ ტიტულითა და ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის საგზურის მოპოვებით, შერმადინმა ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა თავის გამზრდელ მწვრთნელს, ცნობილ ტელეჟურნალისტსა და წამყვანს, ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს, რომელიც 13 აპრილს 78 წლის შესრულდა.

ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი, რომლის 4 მონაწილე ცნობილია, ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გაიმართება. ესპანურმა გუნდებმა – "ტენერიფემ" და "მანრესამ", ასევე ისრაელის "ჰოლონმა", მეოთხედფინალური სერიები 2:0 მოიგეს, გერმანული "ლუდვიგსბურგისა" და რუმინული "კლუჟ-ნაპოკას" წყვილში კი 13 აპრილს სერიის მე-3, გადამწყვეტი მატჩი გაიმართება. 

gbf

altშერმადინის მორიგი MVP-ის ტიტული და "ტენერიფეს" გამარჯვება [VIDEO]

altშერმადინის 17 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში თურქულ "თოფაშთან" [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 1 /
ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე,ანტე ტომიჩი გახდა
მარი
17:44 13-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული