შერმადინს ვეღარ აჩერებენ - 24 ქულა 23 წუთში და დამსახურებული MVP-ი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ ისევ გიორგი შერმადინი დაასახელეს. ეს საპატიო ჯილდო “ტენერიფეს” ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში მეოთხედ მოიგო. შუა კვირაში ტური იშვიათად იმართება, თუმცა ეს გახლდათ მე-19 ტურის გადადებული შეხვედრა, რომელიც თებერვლის თვეში უნდა გამართულიყო და კიდევ 3 მატჩთან ერთად მიზეზთა გამო გადაიდო.

ჰოდა, გადადებულ შეხვედრაში, რომელიც "ტენერიფემ" "ფუენლაბრადას" წინააღმდეგ ჩაატარა, გიორგი შერმადინმა მე-19 ტურის მატჩებში ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა და მატჩის MVP-ის ტიტულთან ერთად მთლიანად ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მოიგო.

ტენერიფელებს არ გასჭირვებიათ "ფუენლაბრადას" დამარცხება – 87:74. შერმადინმა
ბრწყინვალედ ითამაშა და 23:39 წუთში 24 ქულა, 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 9-დან 7 ორქულიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. ის სამწამიან ზონაში შეუჩერებელი იყო და 11 საჯარიმო სროლა ამის ნათელი დასტურია. შერმადინთან ერთად თავი ფინელმა საშუ სალინმა გამოიჩინა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო.

gbf

altშერმადინის მშვენიერი ფორმა და ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი [VIDEO]

altშერმადინის მორიგი MVP-ის ტიტული და "ტენერიფეს" გამარჯვება [VIDEO]

altშერმადინის 17 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში თურქულ "თოფაშთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
იშვიათია სათამაშო სპორტის სახეობებში ესეთი სტაბილურად მაღალ დონეზე მოთამაშე ქართველი და არა მარტო ქართველი. წარმატებები და ღმერთის წყალობა გიოს, ძალიან თავდაბალ, შრომისმოყვარე და პოზიტიურ პიროვნებას!
llcl
13:24 15-04-2022
0
ბრწყინვალე კალათბურთელი და რაც მთავარია, დიდებული ადამიანი!!!
ჭიჭე
15:20 15-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული