საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი "ტენერიფეს" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
ფინალში "ტენერიფემ" ასევე ესპანური "მანრესა" 98:87 დაამარცხა და ტურნირი ისტორიაში მეორედ მოიგო.
შერმადინმა 19:28 წუთში 14 ქულა (8-დან 6 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 15 იყო.
შერმადინმა 19:28 წუთში 14 ქულა (8-დან 6 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 15 იყო.
მატჩის MVP გიორგის თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი გახდა, რომელმაც 13 ქულა ჩააგდო და 14 პასი გააკეთა. კანარიული გუნდიდან შედეგიანობით აგრეთვე სასუ სალინი (18) და კაილ ვილტჯერი (17) გამოირჩნენ.
თასი უერტასმა და შერმადინმა აღმართეს.