![](https://sportall.ge/pictures/image5/58ed4b36efc19db7ee76822e510b213e.jpg)
ესპანეთის ჩემპიონატის პლეი-ოფის მეოთხედფინალის მეორე მატჩში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" საკუთარ მოედანზე "ხუვენტუდს" 103:76 სძლია.
პირველი შეხვედრა კანარიელებმა გამანადგურებელი ანგარიშით წააგეს (68:100), დღეს კი დამაჯერებელი რევანშით სერიაში ანგარიში გაათანაბრეს. გადამწყვეტი დაპირისპირება ბადალონაში 31 მაისს გაიმართება.
შერმადინი სასტარტოში იყო და 23:58 წუთში 10 ქულა (4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო), 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 16 იყო.