შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 23:29 წუთში 10 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო
შედეგიანობის მხრივ, შერმადინი თანაგუნდელთაგან მხოლოდ ტიმ აბრომაიტისსა (15) და ბრუნო ფიტიპალდოს (14) ჩამორჩა, "რეალის" რიგებში კი 10 და მეტი ქულა ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო. ყველაზე შედეგიანი მარიო ჰეზონია იყო 15 ქულით.
საინტერესოა, რომ ბოლო მეოთხედში მადრიდელებმა ერთბაშად 7 სამქულიანი ჩააგდეს, რაც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.
"ლენოვო ტენერიფეს" 9 მოგების წილ 3 მარცხი მოუგროვდა და როგორც აღვნიშნეთ, ლიგა ენდესაში მე-2 ადგილზე დაქვეითდა, მომდევნო მატჩს კი 29 დეკემბერს, "გრანადასთან" ჩაატარებს.
GBF.GE