ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 22:31 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. შენგელიამ 10-დან 4 ორქულიანი და 1 სამანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა. თორნიკემ 1 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა,
საუკეთესო შედეგი 36 წლის მარკო ბელინელიმ დააფიქსირა, რომელმაც 18 ქულა მიითვალა. ამ მოგებით, რომელიც 16 მატჩიდან მეშვიდეა, ბოლონიელები 18-გუნდიან ევროლიგაში მე-13 ადგილზე აღზევდნენ. მომდევნო მატჩს "ვირტუსი" 5 იანვარს, კატალონიაში, "ბარსელონასთან" გამართავს.
GBF.GE