შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" იოლი გამარჯვება "ბეტისთან"

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფემ" ესპანეთის მორიგ ტურში იოლი გამარჯვება მოიპოვა. ტენერიფელებმა "რეალ ბეტისს" უმასპინძლეს და 88:64 დაამარცხეს. ქართველი ცენტრი კანარის კუნძულელთა რიგებში სასტარტო ხუთეულში იყო, მან 21 წუთში გუნდს 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოუტანა.

გამარჯვებულთა რიგებში ყველაზე მეტი ხაიმე ფერნანდესმა ჩააგდო – 16 ქულა. შერმადინი მარგი ქმედების კოეფიციენტით (17) მხოლოდ მარსელინიო უერტასს (18) ჩამორჩა. ამ გამარჯვების წყალობით, "ტენერიფემ" თასზე განთესვა დაიბევა.

"ტენერიფეს" 17 თამაშიდან 13 აქვს მოგებული და მესამეა. ამდენივე გამარჯვება კიდევ სამ გუნდს აქვს (რეალი, ბარსელონა,
ბასკონია), რომელთაც 22 იანვარს აქვთ ტური სათამაშო. 28 იანვარს შერმადინი გუნდი "ფუენლაბრადას" მადრიდში ესტუმრება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული