"ვირტუსი" "ბაიერნთან" დამარცხდა - თორნიკემ 8 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის 21-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" "ვირტუს ბოლონიას" უმასპინძლა და 91:84 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ მოედანზე 28 წუთი გაატარა რა დროშიც თავი 8 ქულით (2/2 საჯარიმო, 3/4 ორქულიანი, 0/1 სამქულიანი), 4 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე), 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

საუკეთესო მექულეები მილოშ ტეოდოშიჩი (14 ქულითა და 9 ასისტით) და აიზია კორდინიე (14 ქულა და 2 მოხსნა) გახდნენ.

მასპინძლების შემადგენლობიდან აუგუსტინ რუბიტმა გუნდს 18 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, ორივე გუნდს მოგება-წაგების თანაბარი ბალანსი აქვს, 21 ტურის
შემდეგ 9 გამარჯვებითა და 12 მარცხით მე-13-მე-14 პოზიციებს ინაწილებენ.

"ვირტუსი" მომდევნო შეხვედრას 1-ელ თებერვალს "ცრვენა ზვეზდასთან" გამართავს.

"ბაიერნი" 31 დეკემბერს "ვალენსიას" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული