თორნიკე შენგელიას დატვირთული და მნიშვნელოვანი თებერვალი ელის. ქართველ კალათბურთელს საკლუბო შეხვედრების გარდა წინ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის დარჩენილი 2 შეხვედრა ელის.
გავა საქართველოს ნაკრები პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე? თებერვალში ნაკრებს 2 გადამწყვეტი მატჩი ელის
"ვირტუსი" იტალიის ჩემპიონატში 13 გამარჯვებითა და 4 მარცხით მე-2 ადგილს იკავებს (1-ელ პოზიციაზე მილანის "ოლიმპიაა" იმავე შედეგით), ევროლიგაზე კი იტალიურ გუნდს შედარებით უჭირს - 10 მოგებითა და 12 წაგებით მე-12 ადგილზეა.
შეხვედრები:
5 თებერვალი - "ვირტუსი" - "ბრეშა" (იტალიის ჩემპიონატი) (თბილისის დროით 22:00 საათი)
9 თებერვალი -
"ვირტუსი" - "ბარსელონა" (ევროლიგა) (თბილისის დროით 23:30 საათი)
12 თებერვალი - "ემილია" - "ვირტუსი" (იტალიის ჩემპიონატი) (თბილისის დროით 21:15 საათი)
16 თებერვალი - "ვირტუსი" - "ვენეცია" (იტალიის თასი) (თბილისის დროით 21:00 საათი)
24 თებერვალი - "ვირტუსი" - "ბასკონია" (ევროლიგა) (თბილისის დროით 23:30 საათი)