მამუკელაშვილის 6 ქულა 13 წუთში და "მილუოკის" გასვლითი გამარჯვება "ლეიკერსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სანდრო მამუკელაშვილმა ლოს ანჯელესში, "ლეიკერსის" წინააღმდეგ ითამაშა და "მილუოკი ბაქსის" მორიგ გამარჯვებაში საკუთარი წვლილიც შეიტანა. "ლეიკერსს" ტრავმის გამო ლებრინ ჯეიმსი აკლდა და აღმოსავლეთის ერთ-ერთ ლიდერთან ვერაფერს გახდა – 106:115.

ქართველმა ფორვარდმა 12:48 წუთი ითამაშა. მამუკელაშვილი მოედანზე მნიშვნელოვან მომენტში გამოჩნდა, როცა "ბაქსი" 5 ქულით აგებდა. მან 6 ქულა 2-დან 1 სამქულიანით, 2-დან 1 ორქულიანითა და 2-დან 1 საჯარიმოთი დააგროვა. მის ანგარიშზე ასევე 3 მოხსნა და 1 ჩაჭრაა.

შეხვედრა მესამე მეოთხედამდე "ლეიკერსის" უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ მესამე პერიოდი "ბაქსმა" 15 ქულით მოიგო და
ბოლო მეოთხედამდე მეტოქეს 7 ქულით გაექცა, რაც საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი აღმოჩნდა. საუკეთესო ორივე გუნდის მხრიდან იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი 38 ქულითა და 10 მოხსნით გაიფორმა. მას ასევე 6 პასი ჰქონდა. ლოსანჯელესური კლუბიდან კი ორმაგი დუბლი ენტონი დევისმა გაიფორმა – მის ანგარიშზე 23 ქულა და 16 მოხსნაა.

"მილუოკი ბაქსმა" ზედიზედ მეცხრე მოგება მოიპოვა და ვისკონსინელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფებიან. მათ წინ "ბოსტონ სელტიკსია", რომელსაც 1 მოგებით მეტი აქვს მოპოვებული. "მილუოკი" შემდეგ შეხვედრას 11 თებერვალს, "კლიპერსის" წინააღმდეგ გამართავს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული