გუშინ, 9 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ გოგა ბითაძემ "ინდიანა პეისერსი" დატოვა.
ქართველმა კალათბურთელმა ინდიანაპოლისურ გუნდში 3 არასრული სეზონი გაატარა, ახლა კი უგუნდოდაა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოგას აგენტი ევროლიგის გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებას.
რაც შეეხება გაცვლას, მასში "ბრუკლინ ნეტსი" და სანდრო მამუკელაშვილის "მილუოკი ბაქსი" მონაწილეობდნენ. "მილუოკიმ" მსუბუქი ფორვარდი ჯეი კრაუდერი მიიღო (რომელსაც მძიმე ფორვარდადაც შეუძლია თამაში), სამაგიეროდ კი, დრაფტის 5 მეორე წრის აყვანის უფლება გასცა. "პეისერსმა" მიიღო სანდროს თანაგუნდელი ჯორდან ნვორა და ორი მეორე რაუნდის კალათბურთელი მომავალ დრაფტებში.
ასე დაემშვიდობა "ინდიანა" ქართველ ცენტრს.
ხომ არ იცით ვინმემ - არის რამე პრობლემა?