თვის MVP-ის თასის მიღება შერმადინმა მატჩის MVP-ის ტიტულის მოგებით აღნიშნა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინს ისტორიული ჯილდო ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩის დაწყებამდე გადასცეს. შეგახსენეთ, რომ "ლენოვო ტენერიფეს" ქართველი ცენტრი გახდა ესპანური ლიგის ისტორიაში პირველი კალათბურთელი, რომელმაც თვის საუკეთესო მოთამაშის (MVP) პრიზი 11-ჯერ მოიგო. ეს უნიკალური შედეგი შერმადინმა იანვრის თვის MVP-ის ტიტულის მოგებით დააფიქსირა, როცა მან ლეგენდარულ არვიდას საბონისს და ტანოკა ბერდს გადაასწრო.

ისტორიული ჯილდო შერმადინს კარმელო კაბრერამ გადასცა, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის 10-გზის გამარჯვებულია. ქართველმა ცენტრმა მიღებული ჯილდო შესაბამისად აღნიშნა და მატჩის MVP გახდა. ტენერიფელთა მეტოქე ბადალონას “ხუვენტუდი” გახლდათ, რომელსაც შერმადინის წინამძღოლობით კუნძულელებმა
იოლად – 85:68 მოუგეს.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე 24:17 წუთი გაატარა, რა დროშიც 19 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. მან 7-დან 5 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. გიორგის შედეგი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და ის დამსახურებულად გახდა მატჩის MVP.

15 გამარჯვებითა და 6 მარცხით ტენერიფე ესპანურ ლიგაში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი შერმადინის გუნდი 18 მარტს, სტუმრად, "ობრადორიოსთან" გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯამლეტ ხუხაშვილის დამსახურებაა და მადლობა მას.,მაგრამ არ უნდა დაივიწყოს როგორ მოხვდა კალათბურთში.საწყენია რომ დღეს არ ეძებს ისეთ ბავშვებს ვისაც მომავალი აქვს და უპატრონო.მარტო თავის მეგობრის შვილებს არჩევს.2005 წლიანებში არის ერთი ბავშვი 210 იცის ვინმემ არა.არ მიაქციეს ყურადღება და ზის სახლში.
აბდულაი
18:34 12-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული