ბითაძის საუკეთესო მატჩი "ორლანდოს" რიგებში - გოგამ "ბრუკლინთან" ორმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ბრუკლინ ნეტსმა" "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლა და 101:84 დაამარცხა.

სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა გოგა ბითაძემ "ორლანდოს" რიგებში საუკეთესო მატჩი ჩაატარა და პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა. 23 წლის კალათბურთელმა მოედანზე 25:23 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 15 მოხსნა, 1 გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

"ნეტსის" მხრიდან საუკეთესო მაილს ბრიჯისი გახდა, მსროლელმა 22 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ამრიგად, "მეჯიქი" 34 გამარჯვებითა და 47 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს, "ორლანდო" რეგულარული სეზონის
ტურის ბოლო მატჩს 9 აპრილს "მაიამი ჰიტის" წინააღდეგ გამართავს.

"ბრუკლინი" 45 მოგებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. "ნეტსი" 9 აპრილს "ფილადელფიას" შეხვდება.

altბითაძის 10 ქულა 16 წუთში - "ორლანდო" "კლივლენდთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

altბითაძის 22 წუთი და "ორლანდოს" გასვლითი გამარჯვება "ვაშინგტონთან" [VIDEO]

alt"ორლანდომ" "დეტროიტი" დაამარცხა - გოგას მორიგი კარგი მატჩი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩაღ, მოხსნებში სუსტი იყო და ერთბაშად 15 მოხსნა კარგია, თუ სტაბილურად ასე იQნება, კარგი იქნება.
მინდია
09:57 08-04-2023
0
გოგას მომენტები
https://www.youtube.com/watch?v=GObQI4wuJSk
ქ. გ.
12:33 08-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული