ჩემპიონთა ლიგაზე კალათბურთში მეოთხედფინალური ეტაპის მეორე შეხვედრა ჩაატარა გიორგი შემარდინის "ტენერიფემ", რომელიც "მანრესასთან" 83:85 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 24 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 17 ქულით (4/4 თამაშიდან, 9/10 საჯარიმოს ხაზიდან), 3 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
საუკეთესო "ლენოვოს" ბრაზილიელი გამთამაშებელი მარსელინიო უერტასი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა, 2 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
გამარჯვებულთა შემადგენლობიდან ბრანსუ ბადიომ და დევინ რობინსონმა თანაბარი, 16-16 ქულა ჩააგდეს.
სერიაში ანგარიში გათანაბრდა. დარჩა გადამწყვეტი მესამე მატჩი, რომელიც 19 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.